მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში აგრძელებს შეხვედრებს.
მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს შეხვედრა გაიმართა მრავალპროფილიანი კოლეჯი ,,იმედის” სტუდენტებთან და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან.
შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ სამსახურის საქმიანობას და მიიღეს ინფორმაცია კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრის/განცხადების განხილვის წესების და ვადების, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხების შესახებ.






