კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურმა, 2026 წლის 22 აპრილს, საინფორმაციო შეხვედრა გამართა თბილისის მე-18 საჯარო სკოლაში.
სამსახურის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს დეტალურად გააცნეს სამსახურის საქმიანობა და მისი როლი ტელეკომუნიკაციის სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვაში. შეხვედრის მიზანი იყო მომავალი თაობის ცნობიერების ამაღლება, მათთვის პრაქტიკული ცოდნის გაზიარება და ინფორმირებული მოქალაქეობის მნიშვნელობის ხაზგასმა.






