Select Page

2026 წლის 15 მაისს კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურმა საინფორმაციო შეხვედრები გამართა თბილისის 50-ე და 49-ე საჯარო სკოლებში.

სამსახურის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს გააცნეს სამსახურის ფუნქციები და მისი როლი ტელეკომუნიკაციების სფეროში. შეხვედრის მიზანი იყო მომავალი თაობის ცნობიერების ამაღლება, მათთვის პრაქტიკული ცოდნის გადაცემა და იფორმირებული მოქალაქეობის მნიშვნელობის გამოკვეთა.