პროექტ „მოგზაური ოფისი“-ს ფარგლებში, სამსახური უზრუნველყოფს საქართველოს მასშტაბით რეგიონებში მცხოვრები მომხმარებლების შესაძლებლობას, ადგილზე ისარგებლონ სამსახურის სერვისებით, დააიდენტიფიცირონ პრობლემური საკითხები და მიიღონ ინფორმაცია სატელეკომუნიკაციო სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის და აღსრულების მექანიზმების შესახებ.
სამსახურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. ამ მიმართულებით კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურმა, მიმდინარე წლის 13 მაისსს თელავის ყრუთა კავშირის ბენეფიციარებთან და წარმომადგენლებთან „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“ კამპანიის ფარგლებში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა.
შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ სამსახურის საქმიანობას და მიიღეს ინფორმაცია კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრის/განცხადების განხილვის წესების და ვადების, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხების შესახებ.



