2026 წლის 6 მაისს, კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურმა, საინფორმაციო შეხვედრები გამართა თბილისის მე-20-ე და 21-ე საჯარო სკოლებში.
სამსახურის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს დეტალურად გააცნეს სამსახურის საქმიანობა და მისი როლი ტელეკომუნიკაციის სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვაში. შეხვედრის მიზანი იყო მომავალი თაობის ცნობიერების ამაღლება, მათთვის პრაქტიკული ცოდნის გაზიარება და ინფორმირებული მოქალაქეობის მნიშვნელობის ხაზგასმა.






