კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურმა 2026 წლის 15 აპრილს საინფორმაციო შეხვედრები გამართა თბილისის 31-ე და 36-ე საჯარო სკოლებში.
კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ მოსწავლეებს დეტალურად გააცნეს სამსახურის საქმიანობა და მისი როლი ტელეკომუნიკაციის სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვაში. შეხვედრის მიზანი იყო მომავალი თაობის ცნობიერების ამაღლება, მათთვის პრაქტიკული ცოდნის გაზიარება და ინფორმირებული მოქალაქეობის მნიშვნელობის ხაზგასმა.









