საქართველოში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, კომუნიკაციების კომისიის, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, ეროვნული ბანკის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 2026 წლის 09-16 მარტს, მომხმარებელთა დაცვის IV საერთაშორისო კვირეული იმართება.
გვანცა ჩხეიძე, კვირეულის ფარგლებში, მიმდინარე წლის 11 მარტს, გორის მუნიციპალიტეტის “ტურისტულ საუნფორმაციო ცენტრს” ეწვია, . პანელური დისკუსიის ფორმატში დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია სამსახურის 2025 წლის საქმიანობის შედეგების შესახებ, ყურადღება გაამახვილა მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მიმართულებით განხორციელებულ არაერთ ღონისძიებაზე.
შეხვედრები საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით იმართება.
