კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურმა, 2026 წლის 16 აპრილს, საინფორმაციო შეხვედრები გამართა თბილისის 37-ე და 88-ე საჯარო სკოლებში.
სამსახურის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს დეტალურად გააცნეს სამსახურის საქმიანობა და მისი როლი ტელეკომუნიკაციის სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვაში. შეხვედრის მიზანი იყო მომავალი თაობის ცნობიერების ამაღლება, მათთვის პრაქტიკული ცოდნის გაზიარება და ინფორმირებული მოქალაქეობის მნიშვნელობის ხაზგასმა.
