Select Page

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში აგრძელებს შეხვედრებს.

მიმდინარე წლის 18 ივნისს შეხვედრა გაიმართა სსიპ – კოლეჯი ,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის” სტუდენტებთან და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან.

შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ სამსახურის საქმიანობას და მიიღეს ინფორმაცია კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრის/განცხადების განხილვის წესების და ვადების, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხების შესახებ.