Select Page

14 მარტს, საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ზუგდიდში მცხოვრებ ადგილობრივ მომხმარებლებთან საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მომხმარებელთა დაცვის III საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ერთ-ერთი მთავარი ყურადღება ეთმობა – შშმ პირების, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების და რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას, მათთვის ინფორმაციის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.