Select Page

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში აგრძელებს შეხვედრებს საზოგადოების წარმომადგენლებთან.

მიმდინარე წლის 26 თებერვალს შეხვედრა გაიმართა ქ. რუსთავის კოლეჯის სსიპ ,,მოდუსი”-ს სტუდენტებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.

შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ სამსახურის საქმიანობას და მიიღეს ინფორმაცია კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრის/განცხადების განხილვის წესების და ვადების, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხების შესახებ.