Select Page

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა განაახლა საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები საჯარო სკოლების მოსწავლეებთან.

მიმდინარე წლის 28 იანვარს შეხვედრები გაიმართა თბილისის 147-ე საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან.

შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ სამსახურის საქმიანობას და მიიღეს ინფორმაცია კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრის/განცხადების განხილვის წესების და ვადების, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხების შესახებ.