მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრებს.
მიმდინარე წლის 9 სექტემბერს შეხვედრა გაიმართა ქალაქ ხონის მთავარი ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან.
სოფო ჯაფარიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.