მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა განაახლა საინფორმაციო შეხვედრები.
მიმდინარე წლის 15 ივლისს შეხვედრა გაიმართა ქალაქ რუსთავის მთავარი ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან.
გვანცა ჩხეიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.