Select Page

15 მარტს, ქ.ბათუმში 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებული მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებაზე კომუნიკაციების ომბუდსმენმა – გვანცა ჩხეიძემ მომხმარებლებს სატელეკომუნიკაციო სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები, სამსახურის უფლებამოსილების ფარგლები და დაცვის ის მექანიზმები გააცნო, რომელსაც სამსახური კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვისთვის იყენებს.

ღონისძიებაზე სიტყვით წარსდგენენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე და მარეგულირებელი უწყებების სხვა წარმომადგენლები.

ქ.ბათუმში გამართული შეხვედრით შეჯამდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო კვირეული, რომლის მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება და მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება