აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი, გვანცა ჩხეიძე, მიმდინარე წლის 12 მარტს ქალაქ გურჯაანს ესტუმრა და გურჯაანის მოსახლეობას შეხვდა.
ომბუდსმენმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.