Select Page

2015 წლის 21 მაისს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა ქ. ახალციხეში რიგითი რეგიონული შეხვედრა გამართა. შეხვედრა შედგა სამცხე-ჯავახეთის გრიგოლ ხანძთელის სახელწიფო უნივერსიტეტში. შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ინფორმირება ციფრულ საეთერო მაუწყებლობასა და სატელეკომუნიკაციო დარგში მომხმარებელთა უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს.

საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწეებმა დამსწრე აუდიტორიას, რომლესაც ძირითადათ სტუდენტები და ფროფესორ-მასწავლებლები წარმოადგენდნენ, წარუდგინეს ინფორმაცია სამსახურის მიერ, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით,2014 წელს განხორციელებული აქტივობებისა და2015 წელს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ასევე, მომხმარებლებს გააცნეს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხები და სხვა. სტუდენტებში დიდი ინტერესი გამოიწვია ციფრულ მაუწყებლობაზე მიგრაციის პროცესთან დაკავშირებულმა ცვლილებებმა. საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან ამომწურავად გაეცა პასუხი მრავალ შეკითხვას.

კომუნიკაციების ომბუდსმენის, თამთა ტეფნაძის ინიციატივით უახლოეს მომავალში იგეგმება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობასთან პერმანენტული შეხვედრები, რაც ხელს შეუწყობს ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში ბოლო მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას.

 

IMG_4391    IMG_4401

IMG_4433   IMG_4426

IMG_4415   IMG_4440

IMG_4441  IMG_4409