მიმდინარე წლის 25 აგვისტოს, კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურმა შეხვედრა გამართა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მთავრი ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სოფელ აცანას და ჩოჩხათის ბიბლიოთეკების წარმომადგენლები.
კომუნიკაციების ომბუდსმენმა გვანცა ჩხეიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ.
მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.