Select Page

მიმდინარე წლის 2 მაისს, კომუნიკაციების ომბუდსმენმა შეხვედრა გამართა ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის წარმომადგენლებთან.

კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.