მიმდინარე წლის 1 მაისს კომუნიკაციების ომბუდსმენმა შეხვედრა გამართა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან.
კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.