Select Page

2014 წლის 15 მარტს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დაცმველის სამსახურმა მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში პრესკონფერენცია გამართა.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო  დღემსოფლიოში ოფიციალურად აღინიშნება 1983 წლის 15 მარტიდან, თუმცა მისი ისტორია 1962 წლიდან იწყება და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯონ კენედის სიტყვით გამოსვლას უკავშირდება. კონგრესში გამოსვლილას მან ჩამოაყალიბა მომხმარებლის 4 ძირითადი უფლება:

–         უსაფრთხოებისა და უსაფრთხო პროდუქტების უფლება;
–         ამომწურავი ინფორმაციის მიღების უფლება;
–         თავისუფალი არჩევანის უფლება;
–         უფლება, მოუსმინონ მათ.

მოხმარებლები ეს არის უდიდესი ეკონომიკური ჯგუფი, რომელიც რეაგირებას ახდენს და რომელზედაც რეაგირებს ყოველი საზოგადოებრივი და კერძო ეკონომიკური გადაწყვეტილება. ეს არის ის უმნიშვნელოვანესი ბირთვი, რომლის შეხედულებებიც ხშირად გაუთვალისწინებელი რჩება“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროს მომხმარებლებს მიულოცა მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე და იმედი გამოთქვა, რომ სატელეკომუნიკაციო და სამაუწყებლო ბაზრის მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობა გარკვეულ პერიოდში ბევრად გაუმჯობესდება.

აღნიშნულ პრესკონფერენციაზე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა ყურადღება გაამახვილა სამსახურის ფორმირების შემდგომ გადადგმულ ნაბიჯებზე. კერძოდ, 2014 წლის თებერვლიდან აღრიცხული და დოკუმენტირებულია მომხმარებელთა საჩივრები, ინფორმაციულად განახლებულია ელექტრონული ბაზები.

შეხვედრისას ასევე წარდგენილ იქნა მომხმარებელთა უფლებებზე ორიენტირებული ვებ-გვერდი – www.momkhmarebeli.gncc.ge, რომელიც შეიქმნა მომხმარებელთათვის მაქსიმალურად სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაციის მიწოდების მიზნით.

ახალ ვებ-გვერდზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ფუნქციონირებას, სამსახურის მიერ შემუშავებულ სამოქმედო სტრატეგიას, მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ ეტაპობრივ აქტივობებს, იმ პრობლემურ საკითხებს, რომლებსაც შეისწავლის და  განიხილავს საზოგადოებრივი დამცველის სამსახური.

ვებ-გვერდზე განთავსებული საჩივრის ელექტრონული ფორმის მეშვეობით, მომხმარებელს საშუალება ეძლევა, მისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეზღუდვის შემთხვევაში ელ.ფოსტით წარადგინოს საჩივარი/პრეტენზია.

პრესკონფერენციაზე საზოგადოებას ინფორმაცია მიეწოდა 2013 წლის განმავლობაში მომხმარებელთა საჩივრებზე რეაგირების მიზნით გაწეული საქმიანობის შესახებ, ასევე წარდგენილ იქნა საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის  წლიური ანგარიში, რომლის თანახმადაც,  გასულ წელს აღნიშნულ სამსახურში შემოვიდა 80 წერილობითი და 71 სატელეფონო საჩივარი. ანგარიშში მოცემულია მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შემდეგი შემთხვევები:

  • ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების საფასურის დარიცხვის სისწორე;
  • უხარისხო სატელეფონო და ინტერნეტ მომსახურება;
  • სატელეფონო და მომსახურების მიღების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების დაყოვნება  ან/და დაუკმაყოფილებლობა;
  • მომსახურების შეზღუდვის/შეწყვეთის კანონიერება;
  • მომხმარებლის არასათანადოდ ინფორმირება;
  • პერსონალური ინფორმაციის დაუცველობა;
  • არასაურველი შეტყობინების მიღება (ე.წ სპამი);
  • მომხმარებელთა დაწესებული შეღავათების სიმცირე და მოქმედი შეღავათებით სარგებლობის შეზღუდვა.

საზოგადოებრივი დამცველის სამსახური იმედოვნებს, რომ ელექტრონული კომუნიაკციებისა და მაუწყებლობის სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით დაგეგმილი არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიების შედეგად, აგრეთვე კომისიასთან აქტიური და ეფექტური ურთიერთანამშრომლობით, სულ მალე შეიცვლება  სამომხმარებლო ბაზრის მდგომარეობის ამსახველი სურათი, რის შედეგადაც საქართველოში მომხმარებელთა ფართო წრე ბევრად დაცულად იგრძნობს თავს.