Select Page

კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ მიმდინარე წლის 30 აპრილს, საინფორმაციო შეხვედრა გამართა სსიპ “მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის” თანამშრომლებთან.

შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ სამსახურის საქმიანობას და მიიღეს ინფორმაცია კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრის/განცხადების განხილვის წესების და ვადების, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხების შესახებ.

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში გაგრძელდა, გაიმართა კითხვა-პასუხის სესია, სადაც მხარეებმა დეტალურად იმსჯელეს კონკრეტულ საკითხებზე.