სიახლეები
შეხვედრა თელავის ყრუთა კავშირის ბენეფიციარებთან და წარმომადგენლებთან
პროექტ „მოგზაური ოფისი“-ს ფარგლებში, სამსახური უზრუნველყოფს საქართველოს მასშტაბით რეგიონებში მცხოვრები მომხმარებლების შესაძლებლობას, ადგილზე ისარგებლონ სამსახურის სერვისებით, დააიდენტიფიცირონ პრობლემური საკითხები და მიიღონ ინფორმაცია სატელეკომუნიკაციო სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის და აღსრულების მექანიზმების შესახებ. სამსახურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. ამ მიმართულებით კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურმა, მიმდინარე წლის 13 მაისსს
კომუნიკაციების ომბუდსმენის შეხვედრა კოლეჯი “პრესტიჟი”-ს თანამშრომლებთან
მიმდინარე წლის 13 მაისს კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ, საინფორმაციო შეხვედრა გამართა ა(ა)იპ კოლეჯი “პრესტიჟი”-ს თანამშრომლებთან. შეხვედრას დაესწრო ენერგოომბუდსმენის თანაშემწე ქალბატონი სოფო აივაზაშვილი. შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრის/განცხადების განხილვის წესების და ვადების, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხების შესახებ, ასევე გაეცნენ სამსახურის საქმიანობას. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში გაგრძელდა,
შეხვედრები 28-ე და 58-ე საჯარო სკოლებში
2026 წლის 7 მაისს კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურმა საინფორმაციო შეხვედრები გამართა თბილისის 28-ე და 58-ე საჯარო სკოლებში. სამსახურის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს გააცნეს სამსახურის ფუნქციები და მისი როლი ტელეკომუნიკაციების სფეროში. შეხვედრის მიზანი იყო მომავალი თაობის ცნობიერების ამაღლება, მათთვის პრაქტიკული ცოდნის გადაცემა და იფორმირებული მოქალაქეობის მნიშვნელობის გამოკვეთა.
შეხვედრები მე-20და 21-ე საჯაო სკოლებში
2026 წლის 6 მაისს, კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურმა, საინფორმაციო შეხვედრები გამართა თბილისის მე-20-ე და 21-ე საჯარო სკოლებში. სამსახურის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს დეტალურად გააცნეს სამსახურის საქმიანობა და მისი როლი ტელეკომუნიკაციის სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვაში. შეხვედრის მიზანი იყო მომავალი თაობის ცნობიერების ამაღლება, მათთვის პრაქტიკული ცოდნის გაზიარება და ინფორმირებული მოქალაქეობის მნიშვნელობის ხაზგასმა.
გვანცა ჩხეიძის შეხვედრა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს თანამშრომლებთან.
მიმდინარე წლის 5 მაისს კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ, საინფორმაციო შეხვედრა გამართა “სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო”-ს თანამშრომლებთან. შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრის/განცხადების განხილვის წესების და ვადების, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხების შესახებ, ასევე გაეცნენ სამსახურის საქმიანობას. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში გაგრძელდა, გაიმართა კითხვა-პასუხის
შეხვედრები 104-ე და 75-ე საჯარო სკოლებში
კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურმა, 2026 წლის 5 მაისს, საინფორმაციო შეხვედრები გამართა თბილისის 104-ე და 75-ე საჯარო სკოლებში. სამსახურის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს დეტალურად გააცნეს სამსახურის საქმიანობა და მისი როლი ტელეკომუნიკაციის სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვაში. შეხვედრის მიზანი იყო მომავალი თაობის ცნობიერების ამაღლება, მათთვის პრაქტიკული ცოდნის გაზიარება და ინფორმირებული მოქალაქეობის მნიშვნელობის ხაზგასმა.





