მიმდინარე წლის 11 მაისს, კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახური ქობულეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლებსა და მუნიციპალიტეტის სკოლების (ქობულეთის მე-5საჯარო სკოლის; აჭყვისთავის საჯარო სკოლის; სოფელ ჭახათის საჯარო სკოლის) წარმომადგენლებს შეხვდა.

სოფიო ჯაფარიძემ , მონაწილეებს წარუდგენა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ.

მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.