2022 წლის 27 სექტემბერს, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადებრივი დამცველის სამსახური მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვდა.

ელენე მიროტაძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ.

მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.