საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, გრძელდება შეხვედრები: “იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში”2022 წლის 26 ოქტომბერს ონლაინ შეხვედრა გაიმართა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებთან და სხვა წარმომადგენლებთან

.სოფო ჯაფარიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.