მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა, 2022 წლის 21 ოქტომბერს, ონლაინ შეხვედრა გაიმართა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან.

სოფო ჯაფარიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ.

მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები