Select Page

ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი, თამთა ტეფნაძე აგრძელებს სტუდენტებთან შეხვედრას.

მიმდინარე წლის 7 ნოემბერს ომბუდსმენი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. საჯარო ლექციამ “”ინტერნეტ მომხმარებელთა უფლებები და კომპანიების ვალდებულებები” სტუდენტებში დიდი ინტერესი გამოიწვია. გამოიკვეთა ისეთი საკითხები და პრობლემები, რომლებიც ტელეკომუნიკაციების მომხმარებლებს უშუალოდ ამ  რეგიონში  აქვთ.

“გაიცანი ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი”  საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისა და ანტიკორუფციული საბჭოს მიერ 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით დაგეგმილი აქტივობაა, რომლის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს 20 უმაღლეს სასწავლებელში სტუდენტებთან და პროფესორ მასწავლებლებთან შეხვედრების გამართვა.