2017 წლის 15 მარტს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად მოქმედმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა, თამთა ტეფნაძემ სასტუმროში “რუმსი – თბილისი“   სამსახურის 2016 წლის  საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

საზოგადოებრივმა დამცველმა შეაჯამა 2016 წელს მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები:

  1. 2016 წლის საქმიანობის ანგარიში;
  2. მომხმარებელთა საჩივრების სტატისტიკა და რეაგირების შედეგები;
  3. სატელეკომუნიკაციო ბაზარზე დაგროვილი პრობლემები;
  4. 2017წელს დაგეგმილი ღონისძიებები;

პრეზენტაციაზე ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: სატელეკომუნიკაციო სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საჭიროება,  მომხმარებელთა დროული ინფორმირების მნიშვნელობა, სატელეკომუნიკაციო მომსახურების ხარისხის კონტროლის აუცილებლებლობა, პერსონალური ინფორმაციის დაუცველობა. აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის ხელშეწყობის მიზნით საჭიროებების დროული იდენტიფიცირება და სათანადო უზრუნველყოფა,  2016 წელს კომისიის მიერ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით მიღებული გადაწყვეტილებების მნიშვნელოვანი შედეგები.

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ფუნქციონირების მიზანია ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა.

_R3A0151 _R3A0222 _R3A0305_R3A0345 _R3A0520 _R3A0565_R3A0621  _R3A0650 _R3A0776_R3A0792_R3A0955_R3A0979