„გაიცანი ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი”
ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი თამთა ტეფნაძე, განაგრძობს შეხვედრებს სტუდენტებთან.

საზოგადოებრივი დამცველის თამთა ტეფნაძის საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა  საქართველოს საზოგადოებრივი საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სტუდენტებთან.

„გაიცანი ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი” – საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მიერ 2017 წლის სამოქმედო გეგმით დაგეგმილი აქტივობაა, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია საქართველოს უმაღლეს სასწავლებში სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრების გამართვა.
შეხვედრის მიზანია, დამსწრე საზოგადოებისთვის ცნობიერების ამაღლება სატელეკომუნიკაციო დარგში მომხმარებელთა უფლებებზე, მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების ვალდებულებებზე და საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე.

17690341_10208452775026210_767282550_n 17690495_10208452775066211_1695461094_n 17690771_10208452775106212_827601134_n 17741422_10208452775146213_306524487_n