Select Page

2023 წლის 21 დეკემბერს, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველმა, მორგი გასვლითი საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა კახეთის რეგიონში ჩაატარა.

შეხვედრა შედგა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში.

შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, კახეთის რეგიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების ხელმძღვანელი პირები – მერები, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და ენერგოომბუდსმენის კახეთის რეგიონის წარმომადგენელი სოფიო აივაზაშვილი.

შეხვედრა ემსახურებოდა ელექტრონული კომუნიკაციებისა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროს მომხმარებლებისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების, კომპანიების ვალდებულების, საჩივრის/განცხადების განხილვის წესებისა და ვადების შესახებ, საზოგადოების ინფორმირებას.

გვანცა ჩხეიძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ინფორმაცია, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად, კანონმდებლობით სამსახურისთვის განსაზღვრული მანდატის, უფლებამოსილების და სამსახურის საქმიანობის შესახებ.შეხვედრაზე თვითმმართველი ერთეულების ხელმძღვანელი პირების მხრიდან აღინიშნა, ელექტრონული კომუნიკაციებისა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროში, მოსახლეობის საჭიროებების და პრობლემური საკითხების შესახებ.

შეხვედრაზე ერთ-ერთ მნიშნელოვან გამოწვევად დასახელდა, მომხმარებლებისთვის ინტერნეტით მომსახურების პირველადი ჩართვის საკითხი.

დაიგეგმა მომხმარებელთა ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მხარეთა შორის შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავება.