მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, კომუნიკაციების ომბუდსმენის და ენერგოომბუდსმენის სამსახურებმა, ერთობლივი შეხვედრა გამართეს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწოფო უნივერსიტეტში.
საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი,- შალვა ჭკადუა, უნივერსიტეტის პროფესორ/მასწავლებლები და უნივერისტეტის სტუდენტები.
შეხვედრა მიზნად ისახავდა კომუნიკაციების და ენერგო მომსახურების სფეროს მომხმარებელთათვის მინიჭებული უფლებების გაცნობას .
გვანცა ჩხეიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.