მიმდინარე წლის 12 დეკემბერს, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური კავკასიის უნივერსიტეტს ეწვია და შეხვედრა გამართა სტუდენტებთან და პროფესორ/მასწავლებლებთან.
შოთა შასფაქიძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. შეხვედრის მონაწილეებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.