კომუნიკაციების ომბუდსმენი, გვანცა ჩხეიძე საინფორმაციო შეხვედრების -“იცნობდე შენ უფლებებს კომუნიკაციების სფეროში” აქტივობის ფარგლებში მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვია.
საინფორმაციო შეხვედა “იცნობდე შენ უფლებებს კომუნიკაციების სფეროში”, მიზნად ისახავს კომუნიკაციების სფეროს მომხმარებელთათვის მინიჭებული უფლებების გაცნობას . გვანცა ჩხეიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.