მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური ქ. თბილისის მე-12 საჯარო სკოლას ეწვია და საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა სკოლის უფროსკლასელებთან და პედაგოგებთან.
კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ.
მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.