მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, განაგრძობს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან.
მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს, სამსახურმა შეხვედრა გამართა ქ. თბილისის 159-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან და პედაგოგებთან.
შოთა შაფაქიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.