მიმდინარე წლის 18 ივლისს მომხმრებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა შეხვედრა გაიმართა კასპის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან.
ელენე მიტოტაძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.