Select Page

მიმდინარე წლის 14 ივნისს, გვანცა ჩხეიძემ, სასტუმრო “რუმსი – თბილისში“, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

საზოგადოებრივმა დამცველმა შეაჯამა 2022 წელს მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები:

👉 2022 წლის საქმიანობის ანგარიში;

👉მომხმარებელთა საჩივრების სტატისტიკა და რეაგირების შედეგები;

👉სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული გამოწვევები;

👉2023 წელს დაგეგმილი ღონისძიებები;

პრეზენტაციაზე კომუნიკაციების ომბუდსმენმა ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა:

✅სატელეკომუნიკაციო სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საჭიროება;

✅ მომხმარებელთა დროული ინფორმირების მნიშვნელობა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ კომუნიკაციების კომისიის წევრები, აპარატის სხვა თანამშრომლები, ტელეკომუნიკაციების დარგში მოღვაწე ორგანიზაციების, საჯარო უწყებების, ოპერატორი კომპანიების, პრესისა და მედიის წარმომადგენლები