იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში” აქტივობის ფარგლებში, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი, მიმდინარე წლის 30 მაისს თბილისის 46-ე საჯარო სკოლას ეწვია.
გვანცა ჩხეიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მოსწავლეებს და პედაგოგებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.