მიმდინარე წლის 22 მაისს კომუნიკაციების ომბუდსმენი, გვანცა ჩხეიძე ქალაქ თბილისის, მთაწმინდის რაიონში: წავკისში 211-ე საჯარო სკოლას, შინდისში 212-ე საჯარო სკოლას, ტაბახმელაში 213-ე საჯარო სკოლას და კოჯორში 214-ე საჯარო სკოლას ეწვია.
საზოგადოებრივმა დამცველმა მოსწავლეებს და პედაგოგებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები. მოსწავლეებს დაურიგდათ სამსახურის საინფორმაციო ბუკლეტები.