Select Page

2015 წლის 15 მარტს, 14:00-ზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პრესკონფერენციას მართავს.
(მისამართი: ქეთევან წამებულის გამზირი, ბოჭორმის ქუჩა 50/18)

პრესკონფერენციაზე, ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი, თამთა ტეფნაძე მოწვეულ სტუმრებს გააცნობს დამცველის სამსახურის ძირითად საქმიანობას და კონცეფციებს. პრესკონფერენციის მთავარი თემები იქნება:

1. საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მიერ 2014 წლის საქმიანობის ანგარიში.
2. 2014 წელს დაფიქსირებული საჩივრების სტატისტიკა და რეაგირების შედეგები;
3. 2015 წლის სამოქმედო გეგმა.