კომუნიკაციების ომბუდსმენს მიმდინარე წელს დაგეგმილი აქვს საქართველოს მაშტაბით საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან და პედაგოგებთან შეხვედრა.
მიმდინარე წლის 16 მაისს, სამსახურის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს ქალაქ სიღნაღის ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან.
ელენე მიროტაძემ მოსწავლეებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.