Select Page

მიმდინარე წლის 4 მაისს კომუნიკაციების ომბუდსმენმა შეხვედრა გამართა აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან.

კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.