Select Page

მიმდინარე წლის 4 ნოემბერს, კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. .
შეხვედრას ესწრებოდა სოფელ წეროვანის მოსახლეობა და აგრეთვე წეროვანის დევნილთა დასახლების მაცხოვრებლები.
გვანცა ჩხეიძემ დამსწრე აუდიტორიას წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.
მსმენელებში დიდი ინტერესი გამოიწვია დასმულმა საკითხებმა, დაისვა ბევრი შეკითხვა, რომელზეც კომუნიკაციების ომბუდსმენმა ამომწურავად უპასაუხა და სოფელში არსებული მიმდინარე პრობლემების აღმოფხვრაში დახმარებას დაჰპირდა.