Select Page

მიმდინარე წლის 15 მაისს კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ, საინფორმაციო შეხვედრა გამართა “სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო”-ს თანამშრომლებთან. შეხვედრა სააგენტოს თავმჯდომარე რუსუდან კოხოძემ გახსნა .

✔️შეხვედრაზე კომუნიკაციების ომბუდსმენმა ყურადღება გაამახვილა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ფუნქციებსა და კომუნიკაციების სფეროში არსებულ აქტუალურ საკითხებზე. მან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში როგორც ფიზიკური პირების, ისე კომპანიების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მექანიზმების შესახებ, საჩივრის/განცხადების განხილვის წესების და ვადების, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხების შესახებ.

✔️შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ. დისკუსიის დროს მხარეებმა დეტალურად იმსჯელეს კომუნიკაციების სფეროში არსებულ პრაქტიკულ გამოწვევებზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმებსა და რეაგირების პროცესებთან დაკავშირებულ საკითხებზე