2026 წლის 14 მაისს კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურმა საინფორმაციო შეხვედრები გამართა თბილისის 42-ე და 47-ე საჯარო სკოლებში. სამსახურის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს გააცნეს სამსახურის ფუნქციები და მისი როლი ტელეკომუნიკაციების სფეროში. შეხვედრის მიზანი იყო მომავალი თაობის ცნობიერების ამაღლება, მათთვის პრაქტიკული ცოდნის გადაცემა და იფორმირებული მოქალაქეობის მნიშვნელობის გამოკვეთა.









