2022 წლის 18 მაისს, კომუნიკაციების ომბუდსმენი, გვანცა ჩხეიძე ჭიათურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლებსა და მუნიციპალიტეტის სკოლების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ: ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლის, სოფელ თაბაგრების საჯარო სკოლის, შუქრუთიოს #2 სააჯარო სკოლის, ჭიათურის #5 საჯარო სკოლის, ჭიათურის #2 საჯარო სკოლის, ჭიათურის # 12 საჯარო სკოლის, სოფელ ტყემლოვანის საჯარო სკოლის, სოფელ ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლის, ჭიათურის #7 საჯარო სკოლის, სოფელ მორძგვეთის საჯარო სკოლის, სოფელ ტყემლოვანის საჯარო სკოლის, ქვედა ბერეთისის საჯარო სკოლის, სოფელ სვერის საჯარო სკოლის, სოფელ ვაჭევის საჯარო სკოლის, სოფელ ქვაციხის საჯარო სკოლის, სოფელ კაცხის საჯარო სკოლის წარმომადგენლები.

საზოგადოებრივმა დამცველმა , მონაწილეებს წარუდგენა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.