Select Page

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში აგრძელებს შეხვედრებს.

მიმდინარე წლის 11 აპრილს, კომუნიკაციების ომბუდსმენი გვანცა ჩხეიძე ქალაქ თბილისის გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომლებს შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ სამსახურის საქმიანობას და მიიღეს ინფორმაცია კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრის/განცხადების განხილვის წესების და ვადების, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხების შესახებ.