კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ მიმდინარე წლის 4 თებერვალს ონლაინ შეხვედრა:”იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში” გამართა სიღნაღის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან. შეხვედრა მიზნად ისახავდა საზოგადოების, კერძოდ, სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას. კომუნიკაციების ომბუდსმენმა, შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.