2022 წლის 30 სექტემბერს, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადებრივი დამცველის სამსახური ქ. ბათუმს ეწვია და შეხვედრა გამართა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან.

ელენე მიროტაძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ.

მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.